loader

წყნეთიდან ახალდაბისკენ მიმავალი გზა აღარ არსებობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყნეთიდან ახალდაბისკენ მიმავალი გზა აღარ არსებობს

წყნეთიდან სოფელ ახალდაბისკენ მიმავალი გზა აღარ არსებობს. სტიქიის შედეგად წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი ახალდაბა გარე სამყაროს მოწყვიტა. ამ დრომდე ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილი გზების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს ჩახერგილი გზის მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად ზემო წყნეთში მდებარე სასაფლაოს მთის ნაწილი ჩამოწვა. საბედნიეროდ, საფლავები დამეწყვრას გადაურჩა.

მათ, ვისაც ახალდაბაში აგარაკი აქვს, დღის მანძილზე სოფლამდე მისვლას ცდილობდნენ. თუმცა, მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. გზაზე ჩამოწოლილი ლამის გამო გადაადგილება ფეხით მოსიარულეებსაც უჭირთ. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი მკვიდრი სოფლამდე მისვლას შემოვლითი გზით ცდილობდა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. 

ავტორი: სალომე გოგოხია