loader

როგორ იპოვეს ზოოპარკიდან გაქცეული დათვის ორი ბელი ვაზისუბანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იპოვეს ზოოპარკიდან გაქცეული დათვის ორი ბელი ვაზისუბანში

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზად არის დათვის ორ ბელზე მეურვეობა იტვირთოს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალარინების საავარიო ბრიგადამ ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-15 კორპუსის მიმდებარე სკვერში, დათვის ორი ბელი აღმოაჩინა. ზოოპარკიდან გაქცეული დათვის ბელები კომპანიის თანამშრომელმა ბესო ქაშიაშვილმა დაიჭირა და თუნუქის ყუთში უსაფრთხოდ მოათავსა. დათვის ორივე ბელი, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ზოოპარკს დაუბრუნდება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზად არის, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დათვის ორივე ბელზე მეურვეობა იტვირთოს.

View the English version of the story on Georgian Journal:

Two bear cubs that fled Tbilisi Zoo found in one of Vazisubani district's parks