loader

"ჩვენი ჰერმიონა, მხიარული გოგონა..." - სტიქიის დროს დაღუპული ინდი ზარანდიას ვიდეოს მეგობრები ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ჰერმიონა, მხიარული გოგონა..." - სტიქიის დროს დაღუპული ინდი ზარანდიას ვიდეოს მეგობრები ავრცელებენ

"სიფრიფანა, ჰაეროვანი და პოზიტივით სავსე გოგონა. სიცილი, კისკისი, იუმორი, ცეკვა, გართობა, მოლხენა, სიმღერა, თამაში, ინტელექტი, სილამაზე და მშვენიერება - ერთ ადამიანს ყველაფერი თან გქონდეს იშვიათია, მაგრამ მას ჰქონდა..." - ასე წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში დაღუპული ინდირა ზარანდიას მეგობარი.

სტიქიის ღამეს დაკარგული დებიდან ერთ-ერთის ინდირა ზარანდიას ცხედარი გუშინ მზიურის პარკში იპოვეს. 22 წლის ინდი, დასთან 25 წლის ლიზისთან და მეგობართან 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად ტრაგედიის ღამეს საბურთალოს ქუჩის მიმართულებით ტაქსით მგზავრობდა. ტაქსიში მყოფ სამ დანარჩენ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.