loader

როგორ განვითარდა დამანგრეველი სტიქია თბილისში - გრაფიკული ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ განვითარდა დამანგრეველი სტიქია თბილისში - გრაფიკული ვიდეო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სტიქიის განვითარების გრაფიკული ვიდეო გაავრცელა. მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას. კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.

სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში.

ასევე იხილეთ:

სტიქიის ზონა ზემოდან - ექსკლუზიური და უნიკალური კადრები

თბილისის სტიქიის ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

უმძიმესი კადრები: მდინარე ვერემ საფლავები წალეკა, ჭირისუფლები გლოვობენ

"წყალი ყელამდე იყო... ფანჯრებიდან გადმოვედით" - გამძვინვარებული მდინარე ვერე, მსხვერპლი და ამობრუნებული მანქანები