loader

"თანამედროვე ქალაქებში, ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თანამედროვე ქალაქებში, ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან" - გიორგი მარგველაშვილი

თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახი განათავსეს. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, მომხდარი სპეციალისტების "არმოსმენის შედეგია".

ამასთან, პრეზიდენტის აზრით, შეკითხვაზე, რა იყო სტიქიის მიზეზი და რაში მდგომარეობს გამოსავალი, პასუხი არა პოლიტიკოსებმა, არამედ სწორედ არქიტექტორებმა, ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქის განვითარების სპეციალისტებმა უნდა გასცენ.

სასტუმრო "ლევილში" 16 ოჯახი - დაახლოებით 60 ადამიანია განთავსებული. მათ ხარჯებს პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან ფარავს. "ლევილში" გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.