loader

ნიკოლოზ რაჭველის ავტომობილი მოხალისეებმა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ რაჭველის ავტომობილი მოხალისეებმა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოიტანეს

მოხალისეებმა გმირთა მოედნის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელიდან კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის ავტომობილი ამოიტანეს. ავტომობილი მთლიანად დაზიანებულია და ტალახით არის სავსე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლოზ რაჭველმა განუცხადა, ის მიწისქვეშა გადასასვლელთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. მისივე თქმით, მოვარდნილმა წყალმა მიწისქვეშა ავტოსადგომიდან მანქანები წაიღო, მათ შორის მისიც.

ავტომობილი ქართველი კალათბურთელების ჯგუფისგან შექმნილმა მოხალისეებმა ამოიტანეს. ისინი კიდევ ორი მანქანის ამოტანას ცდილობენ. ყველა ავტომობილი ცარიელია.