loader

ტანსაცმელი, საჭმელი და თანადგომა - ახალგაზრდა მოხალისეები და ის, რაც სტიქიისგან დაზარალებულებს ძალიან სჭირდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტანსაცმელი, საჭმელი და თანადგომა - ახალგაზრდა მოხალისეები და ის, რაც სტიქიისგან დაზარალებულებს ძალიან სჭირდებათ

სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის საბურთალოს გამგეობაში, მიცკევიჩის 29 ნომერში, უკვე ორი დღეა შემოწირულობას აგროვებენ. მოხალისეთა ნაკადი არ წყდება. განსაკუთრებით სტუდენტები აქტიურობენ. ასევე აქციაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემოწირულობა პირველადი მოხმარების ნივთებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ასევე საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთებს მოიცავს.

გამგეობაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც შემოწირულობას დაზარალებულთა საჭიროების მიხედვით თანაბრად ანაწილებს. აქციაში "პალიტრა მედიაც" ჩაერთო. საბურთალოს გამგეობაში ტანსაცმელი და პირველადი დახმარების ნივთები ჰოლდინგის სახელით "პალიტრა TV"-ს წამყვანმა გიორგი მეგრელიშვილმა მიიტანა.

ავტორი: თიკო გურაშვილი