loader

მოხალისეებმა ზოოპარკში შლამის ქვეშ ცოცხალი ნიანგი და გარეული ტახი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოხალისეებმა ზოოპარკში შლამის ქვეშ ცოცხალი ნიანგი და გარეული ტახი იპოვეს

თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებდნენ დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, შეიარაღებული ძალები და მოხალისეები. ადგილზე უამრავი ახალგაზრდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან მივიდა. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა ნიჩბებით უზრუნველყვეს.

მოხალისეთა ნაწილი ფიზიკურად მუშაობდა, ნაწილი კი მაშველებს საკვებით უმასპინძლდებოდა. ახალგაზრდების არაერთმა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა დღეს ტერიტორიაზე სასმელი წყალი და საკვები მიიტანეს.

დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველებმა ზოოპარკში შლამის ქვეშ ცოცხალი ნიანგი და გარეული ტახი იპოვეს. მათ აღნიშნული ცხოველების უსაფრთხო გარემოში უვნებლად დაბრუნება მოახერხეს.