loader

მეწყერმა ჩუღურეთის რაიონში 6-მეტრიანი კედელი ჩამოანგრია - ადგილობრივები შველას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეწყერმა ჩუღურეთის რაიონში 6-მეტრიანი კედელი ჩამოანგრია - ადგილობრივები შველას ითხოვენ

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩის #74-ში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, წუხანდელი მეწყრის შედეგად, რომელმაც ეზოს 6-მეტრიანი კედელი ჩამოანგრია, სახლამდე მისასვლელი გზა ჩახერგა, რის გამოც საცხოვრებლამდე მისვლა უჭირთ. ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც წვიმის დროს კუკიის სასაფლაოდან წამოსული წყლის ნაკადი, ასევე ხშირ შემთხვევაში შლამი, მათ ეზოებში ჩაედინება.

ჩეჩელაშვილის ქუჩის #74-ში, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოს კედელი წუხელ, გვიან ღამით დაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.