loader

ვერეს ხეობიდან და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერეს ხეობიდან და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანეს

მდინარე ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. აღნიშნულის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. ხევიდან და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნიკის და ადგილზე მომუშავე ხალხი გაიყვანეს.

როგორც გმირთა მოედანზე მყოფმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წვიმის შემთხვევაში ადგილზე მომუშავე ტექნიკას და ადამიანებს მდინარის კალაპოტიდან ამოსვლა გაუჭირდებოდათ და ამის გამო მიიღეს მათი გამოყვანის გადაწყვეტილება.

ავტორი: ნათია რუხაძე