loader

სტიქია, რომელმაც თბილისი გააერთიანა - ემოციური კადრები მზიურის მოხალისეებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია, რომელმაც თბილისი გააერთიანა - ემოციური კადრები მზიურის მოხალისეებზე

13 ივნისის ღამით თბილისში მომხდარმა დამანგრეველმა სტიქიამ დედაქალაქს ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა. ადამიანური მსხვერპლი, ზოოპარკში დახოცილი ცხოველები, დანგრეული ცენტრალური უბნები, უსახლკაროდ დარჩენილი 200-მდე ოჯახი.

ბოლო დღეებია, ამ ტრაგედიამ მთელი თბილისი გააერთიანა. სტიქიური უბედურების ადგილებში - ვერეს ხეობაში, გმირთა მოედანზე, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე ყველა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობისა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იკრიბებიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ თბილისისთვის იერსახის დაბრუნებაში.

ავტორები: ირაკლი გედენიძე; ლექსო ნაბახტეველი