loader

"მოკლა კაცი, ჩქარა!" - ზარი 112-ში, რომლითაც "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ შეატყობინა ოპერატორს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოკლა კაცი, ჩქარა!" - ზარი 112-ში, რომლითაც "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ შეატყობინა ოპერატორს

ნადირის მიერ ადამიანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 112-ს "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა შეატყობინა, რომელიც იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ჟურნალისტი ანა მარშანია სტიქიით დატბორილ ტერიტორიას იღებდა.

ობიექტის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ის ადგილები უჩვენეს, სადაც გუშინ დაღუპული ცხოველები იპოვეს. სწორედ ამ დროს, ტერიტორიიდან მამაკაცები ყვირილით გამოვარდნენ, რომელთა ინფორმაციით ლომმა ადამიანი დაგლიჯა.

პირველად ჟურნალისტმა 112-ში 12:32 საათზე დარეკა და ოპერატორს იმ წუთებში მისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტმა 112-ის ოპერატორს მცირე დროში აუხსნა ადგილმდებარეობა და ვითარება.

12: 37 საათზე 112-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს გადმოურეკეს და ჰკითხეს ჭირდებოდა თუ არა სამაშველო დახმარება.

112-ის ოპერატორი: სამაშველო სამსახურიდან გიკავშირდებით, სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!
ანა მარშანია: როგორ არ გვჭირდება! აბა არ გვჭირდება?! ლომმა დაგლიჯა კაციო, და სამაშველო არ გვჭირდება?! ჩქარა, "ლუკოილის" უკან, ჩქარა!
112: კარგით, კარგით
კავშირის დასასრული.

12:43 საათზე 112-მა კიდევ ერთხელ დაურეკა კორესპონდენტს და სასწრაფოს მისასვლელად ტერიტორიის მდებარეობა დააზუსტა.

ასევე იხილეთ:

პირველი კადრები: სისხლის კვალი ადგილზე, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

"3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - აფრიკელი მოხალისე პატრულს ვეფხვთან შეშვებას სთხოვდა

"დაუჭერია და ჭამს, ვერაფერი ვუშველეთ" - ექსკლუზიური კადრები "ლაგუნა ვერედან" და პანიკაში ჩავარდნილი თვითმხილველები

ლიკვიდირებული ვეფხვის გამოყვანის კადრები