loader

ვეფხვისგან დაგლეჯილ მამაკაცს საძილე არტერია გაგლეჯილი, კისრის არეში კი ჭრილობა ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვეფხვისგან დაგლეჯილ მამაკაცს საძილე არტერია გაგლეჯილი, კისრის არეში კი ჭრილობა ჰქონდა

ექიმის განცხადებით, ცხოველისგან დაგლეჯილ პირს საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი და კისრის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ვეფხვისაგან დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილი საავადმყოფოში პრაქტიკულად, გარდაცვლილი მიიყვანეს.

"პაციენტი მოიყვანეს გულის გაჩერებით. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. დაფიქსირდა სიკვდილი. პაციენტს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, კერძოდ, საძილე არტერია იყო გაგლეჯილი, ჭრილობა აღენიშნებოდა კისრის არეში. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაცვლილი იყო", - აღნიშნა ავთანდილ იმედაძემ.

მისივე თქმით, ცხოველის დაგლეჯის ფაქტზე სხვა შეტყობინება არ შესულა.