loader

ზოოპარკის ვეტ-ექიმი გაუჩინარებულ ცხოველებზე საუბრობს, ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯამდე ერთი დღით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოოპარკის ვეტ-ექიმი გაუჩინარებულ ცხოველებზე საუბრობს, ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯამდე ერთი დღით ადრე

"რუსთავი 2"-ზე 16 ივნისს 9-საათიან "კურიერში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ზოოპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 2 ვეფხვი, 1 დათვი და 1 აფთარი აკლიათ და სავარაუდოდ, ისინი ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაგვის ქვეშ არიან მოყოლილი. თუმცა მათივე თქმით, დაზუსტებით ვერ ამტკიცებენ, რადგან ჯერ ტერიტორია არ არის გაწმენდილი.

ამასთან, სიუჟეტშივე მინდია ჯანელიძის მიერ 16 ივნისს გაკეთებული განცხადებაა, სადაც კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ყველა ცხოველი ნაპოვნია და მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

დღეს "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ ვეფხვმა ერთი მამაკაცი დაგლიჯა. ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.