loader

ფალიაშვილზე მტაცებელს ეძებენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან ფეისბუქზე ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფალიაშვილზე მტაცებელს ეძებენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან ფეისბუქზე ვრცელდება

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვს ეძებს. "აქ არის საცხობი რომელსაც უკანა მხრიდან სამზარეულო აქვს იქ გარეთ მზარეული ჭამდა და თურმე ამ დროს მოსულა ვეფხვი რომ დაუნახავს მზარეულს უკივლია და გაქცეულა... ეს საცხობი ამ შენობის ქვეშაა.." - ვიდეოს "ფეისბუკზე" მომხმარებელი ლევან გიორგაძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ლაგუნა-ვერესთან ალბინოსმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ვეფხვი. შემთხვევის დროს ადგილზე 8 მამაკაცი იმყოფებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ვეფხვი ორ მათგანს დაესხა თავს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მეორე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.