loader

ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა დაუდასტურეს.

ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს. სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.

ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.