loader

"ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ" - ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ფინანსურ დახმარებას პირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ" - ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ფინანსურ დახმარებას პირდება

"ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესურსების მოძიება მთავრობის საქმეა, რასაც ისინი აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ამ მხრივ სახარბიელოდ არ აქვთ საქმე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი სახით ხელისუფლებას აქვს დაზღვევა.