loader

ავტოფარეხიდან, რომელსაც სტიქიამ საძირკველი გამოაცალა, მაშველებმა მანქანა ამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოფარეხიდან, რომელსაც სტიქიამ საძირკველი გამოაცალა, მაშველებმა მანქანა ამოიყვანეს

წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა. ამასთან, სტიქიამ საძირკველი გამოაცალა ავტოფარეხს და ტერიტორიაზე მიმდინარე გამაგრების სამუშაოებს საფრთხე ექმნებოდა.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, მაშველებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს და მანქანა ამოიყვანეს.