loader

თბილისის სტიქიის დღემდე უცნობი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის სტიქიის დღემდე უცნობი კადრები

"ვისოლი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის კადრებს ასაჯაროებს. კადრები "ლაგუნა-ვერესთან" მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიის დაწყების პერიოდს ასახავს. გთავაზობთ ფრაგმენტს გავრცელებული მასალიდან.

ვიდეოს კომენტარში ვკითხულობთ: "თანამშრომლებმა გვიამბეს, რომ ისინი ამ მომენტში ცდილობენ დაეხმარონ ადამიანს, რომელიც დინებამ წაიღო და ბოძზე იყო მოჭიდებული. შლანგი გადაუგდეს, რომლითაც მან თავი მიიბა ბოძზე და ამით გადაურჩა სტიქიას. როგორც მოვიძიეთ, ამჯერად ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".