loader

მაშველი, რომელმაც სიკვდილამდე 7 ადამიანი გადაარჩინა, სოფელ აღაიანში დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველი, რომელმაც სიკვდილამდე 7 ადამიანი გადაარჩინა, სოფელ აღაიანში დაკრძალეს

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს სამაშველო ოპერაციისას დაღუპული მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაკრძალეს. დაკრძალვას ახლობლებთან და თანასოფლელებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი.

ზურაბ მუზაშვილი სტიქიის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის" (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დააჯილდოვა.