loader

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები "მზიურში" არსებულ ვითარებას გაეცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები "მზიურში" არსებულ ვითარებას გაეცნენ

"მზიურში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი იმყოფებოდნენ. მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი "მზიურის" ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

"მზიურში" გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია როგორც საჯარისო დანაყოფები, ისე მოხალისეები.

ავტორი: ნათია რუხაძე