loader

შემთხვევა ვაკეში: 16 წლის ბიჭმა დედის დაჭრის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტომა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემთხვევა ვაკეში: 16 წლის ბიჭმა დედის დაჭრის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტომა სცადა

თბილისში, ჭავჭავაძის 29-ში უბედური შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვანმა შვილმა დედა ყელის არეში დაჭრა, რის შემდეგაც რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. მან კორპუსის მე-11 სართულიდან გადმოხტომა სცადა, თუმცა სახლში მყოფმა პირებმა, მათ შორის სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ახალგაზრდა პოლიცის განყოფილებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, შვილმა კამათის შემდეგ დედა ყელის არეში დანით დაჭრა. კორპუსის დაცვის უფროსის ინფორმაციით, დაჭრილს 3 შვილი ჰყავს. დანაშაული კი, უფროსმა ჩაიდინა. მისივე თქმით, დაჭრილი დედა ლიფტით უმცროსმა შვილებმა ჩამოიყვანეს, რომელთა შორის ერთი 4 წლისაა.

დაჭრილი 40 წლამდე ქალია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. მისი გადარჩენის შანსი არსებობს, რადგან სავარაუდოდ, დაზიანება მძიმე არ არის.

ასევე იხილეთ: "ჩემმა ძმამ გამოჭრა ყელიო..." - თვითმხილველები ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე