loader

ტაქსის მძღოლობიდან კაბინეტში - 24 წლის გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსის მძღოლობიდან კაბინეტში - 24 წლის გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდა

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. გიორგი ლომიძე გამგეობაში პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში იწყებს მუშაობას.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში თავად მიიყვანა და გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად სამუშაო გარემო დაათვალიერებინა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის სპეციფიკას კარგად იცნობს და მის მიერ გაწეული სამსახური ქალაქისთვის სასარგებლო იქნება.

ასევე იხილეთ:

მაშველი სანდრო სტიქიის დროს მის მიერ გადარჩენილ პატარა სანდროს შეხვდა

ბიჭს, რომელსაც სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა, მოქალაქემ ტექნიკა და ფულადი საჩუქრები მიუტანა