loader

"ჩემი მთავარი ლოცვა საქართველოს გადარჩენაა" - თამარ გვერდწითელის მიმართვა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მთავარი ლოცვა საქართველოს გადარჩენაა" - თამარ გვერდწითელის მიმართვა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით

მომღერალი თამარ გვერდწითელი 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. მომღერალს საკუთარი საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის, ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, დაგეგმილი აქვს აგვისტოში, ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გამართვა, საიდანაც შემოსულ თანხებს სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანებს გადაურიცხავს.

"მე იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ეს მოვლენები და ის ხალხი, რომლებსაც მე მთელი გულით მინდა დავეხმარო, შევუმსუბუქო ეს მდგომარეობა და ამას მე შევძლებ მხოლოდ ჩემი მუსიკის და ჩემი სიმღერის მეშვეობით. ჩვენი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხები მთლიანად გადაირიცხება დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ ამაში დამეხმარებიან ადამიანები, ვისაც ეს ძალუძთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - აცხადებს გვერდწითელი მიმართვაში.