loader

"კახეთი - საქართველოს ღვინის აკვანი" - "ევრონიუსის" რეპორტაჟი ქართულ ცხოვრებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახეთი - საქართველოს ღვინის აკვანი" - "ევრონიუსის" რეპორტაჟი ქართულ ცხოვრებაზე

"კახეთი - საქართველოს ღვინის აკვანი", - ამ სათაურით აქვეყნებს მორიგ სიუჟეტს საქართველოს შესახებ "ევრონიუსი". როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, კახეთი საქართველოს ძირითადი ღვინისმწარმოებელი რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთით.  "ამ მხარეში ყურძენი 8 ათასი წლის წინ გაშენდა, რამაც არქეოლოგთა თქმით, კახეთი ღვინის აკვნად აქცია. ალავერდის მონასტერში ყურძის 104 ენდემური ნაირსახეობა იზრდება", - ნათქვამია სიუჟეტში.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ კახეთში ვენახის მეპატრონეები, ღვინის გარდა, ჩურჩხელასაც ამზადებენ. "ღვინო საჩუქარია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ადამიანის შრომის გზით, რათა გული გავიბედნიეროთ, სხეული გავიძლიეროთ და სული განვიწმინდოთ", - ციტირებს სიუჟეტის ავტორი ალავერდის მონასტერში მოღვაწე მამა გერასიმეს სიტყვებს.