loader

6 წლის ბავშვის დაბადების დღეზე მამებმა მუშტი-კრივი მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

6 წლის ბავშვის დაბადების დღეზე მამებმა მუშტი-კრივი მოაწყვეს

სიდნეის ერთ-ერთ გასართობ პარკში 6 წლის ბავშვის დაბადების დღის ზრდასრულმა სტუმრებმა მასობრივი მუშტი-კრივი მოაწყვეს. ჩხუბი ბავშვების მამებმა დაიწყეს. პოლიცია მობილური ტელეფონით, არც მეტი, არც ნაკლები, ჩხუბის 7 წლის თვითმხილველმა გამოიძახა. ბავშვებს შორის სათამაშო აპარატის გამო დაწყებულ კონფლიქტში მალე ერთ-ერთი მათგანის მამა ჩაერთო და შვილის მეტოქე სკამიდან თმის მოქაჩვით ჩამოიყვანა. გოგონა იატაკზე დავარდა. ამ დროს ბავშვს მამამ, მამას კი მეგობრებმა მოუსწრეს.

ატყდა ჩხუბი, რომლის შედეგად სამი ზრდასრული საავადმყოფოში სახის, თავის, ზურგის და ხელების დაზიანებით გადაიყვანეს.