loader

ზურაბ გურიელიძე დავით აღმაშენებლის როლში - ზოოპარკის დირექტორი უჩვეულო ამპლუაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ გურიელიძე დავით აღმაშენებლის როლში - ზოოპარკის დირექტორი უჩვეულო ამპლუაში

პროფესიით ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორია. საზოგადოება მისი პერსონით ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა, თუმცა მის შესახებ ბევრი დღეს პირველად გაიგებს, რომ გურიელიძემ წარსულში ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის როლი შეასრულა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მსახიობი მაია კახიძე წერს:

"ჩვენი ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა ერთ დროს. მართალია, სულ ცოტა ხანს, მაგრამ ამის დავიწყება მართლაც შეუძლებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაიცვა მეფე დავითის სამოსი, აღმართა ხმალი და იახლა ცხენი. თურმე, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, 2011 წელს რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა დოკუმენტურ ფილმში გადაიღო, სადაც სწორედ საქართველოს ჩვენი დიდი მეფე, დავით აღმაშენებელი განასახიერა. სამწუხაროდ, "მეფე დავითმაც" ვერ შეძლო თბილისში მობინადრე ცხოველთა სამყაროს დიდი ნაწილის გადარჩენა. აწი თუ დაიწყება ახალი ზოოპარკის აღმშენებლობა, ვნახოთ და იმედით დაველოდოთ..." - წერს კახიძე.

View the English version on Georgian Journal:

Tbilisi Zoo’s director as King David the Builder