loader

როგორ მუშაობენ სტიქიის დროს შვეულმფრენით - შესაძლებლობა, რომელიც მთავრობამ ვერ გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მუშაობენ სტიქიის დროს შვეულმფრენით - შესაძლებლობა, რომელიც მთავრობამ ვერ გამოიყენა

მოსახლეობის ნაწილი 13 ივნისის სტიქიის დროს სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორად განხორციელებული ევაკუაციის შემთხვევაში, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა. აქტიურად განიხილება შვეულმფრენების გამოუყენებლობის საკითხი. მასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა. მასში ნათქვამია, რომ 13 ივნისის ღამეს შვეულმფრენების გამოუყენებლობა დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მოხდა. მიზეზებად თბილისის გეოგრაფიულ-ურბანული თავისებურებანი, მაღლივ შენობებზე შუქურების არარსებობა, ძაბვის ელექტროხაზების უსისტემო განლაგება დასახელდა.

პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის სამაშველო დანაყოფებში შვეულმფრენებს მთავარი პოზიციები უკავიათ. შესაძლებლობიდან გამომდინარე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისას ისინი შეუცვლელნი არიან. წყალდიდობების ან სხვა სტიქიური უბედურებებისას, მოსახლეობის ევაკუაციისთვის, პირველ რიგში, მათ იყენებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ოპერაციებისთვის პილოტები სპეციალური მომზადების კურსს გადიან. ასეთ დროს პილოტს შვეულმფრენის გაჩერება გაუნძრევლად, ერთ სიმაღლეზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს. ამ დროს პილოტს ქართან და სხვა ფაქტორებთან გამკლავება უხდება. ანძები, რომელთა სიმაღლეც, როგორც წესი, 8-10 მ-ს აღემატება, სამაშველო შვეულმფრენს და ეკიპაჟს საქმეს საგრძნობლად ურთულებს. ანალოგიურ დაბრკოლებას ქმნის ხმელეთზე ხეები და ელექტროგადაცემის ხაზები. მაგრამ სათანადოდ მომზადებულ ეკიპაჟს ამ წინააღმდეგობებთან გამკლავება შეუძლია.

წაიკითხეთ ვრცლად: რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით