loader

როგორ იტბორებოდა ზოოპარკი: სტიქიის ღამის რეკონსტრუქცია ზოოპარკის თანამშრომლისა და ჰიდროლოგის დახმარებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იტბორებოდა ზოოპარკი: სტიქიის ღამის რეკონსტრუქცია ზოოპარკის თანამშრომლისა და ჰიდროლოგის დახმარებით

13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადიდებულმა ვერემ მთლიანად დატბორა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა და ზოოპარკი. თვითმხილველების თქმით, ზოოპარკის ტერიტორია დაახლოებით ორ წუთში წყლით დაიფარა, რის შედეგადაც ცხოველების დიდი ნაწილი და ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ზოოპარკის თანამშრომელი სანდრო ჭითანავა "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში დეტალურად იხსენებს, როგორ გაანადგურა სტიქიამ ზოოპარკი.

ჰიდროლოგი თამაზ ცინცაძე აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე არსებულ გვირაბში წყლის დიდმა მასამ ვერ გაიარა და სწორედ ამიტომ მოხდა ზოოპარკის დატბორვა. ჰიდროლოგი ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს და დარგის სპეციალისტებს ბევრი მუშაობა მოუწევთ.

ასევე იხილეთ: პირველი გრაფიკული რეკონსტრუქცია - როგორ დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია