loader

ხმაური პარლამენტში: დეპუტატებმა ერთმანეთს გარეწრები უწოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური პარლამენტში: დეპუტატებმა ერთმანეთს გარეწრები უწოდეს

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის კითხვები, ძირითადად, კანონის შინაარსს შეეხება. როგორც დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის აზრის "გაპრავებას" უკავშირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უმცირესობის დეპუტატს გარეწარი უწოდა. "გარეწრები სახლში მოიკითხეთ" - უპასუხა თარხნიშვილმა ჯაფარიძეს. თამაზ მეჭიაურმა კი ოპოზიციონერი დეპუტატები არჩევნების გამყალბებლად მოიხსენია.

ავტორი: ირაკლი აკობია