loader

გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილი გაჩერებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილი გაჩერებულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. როგორც ავტომობილების მძღოლებმა განაცხადეს, ისინი უკვე მეოთხე დღეა გზის ამ მონაკვეთზე შეფერხებული არიან და საპატრულო პოლიცია ყაზბეგის გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

სატვირთო ავტომობილები გაჩერებულები არიან დუშეთიდან რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე. მძღოლების ინფორმაციით, გაჩერებულია რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომობილი.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, ნანა ხიდეშელი