loader

"მადლობელნი ვართ იმ სითბოსთვის, რომელიც შენ დაგვიტოვე" - პატრიარქი ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობელნი ვართ იმ სითბოსთვის, რომელიც შენ დაგვიტოვე" - პატრიარქი ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდზე

წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში ქართველი მომღერლის, ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიუსამძიმრა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა და ეთერ კაკულიას ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

"ეთერის სული ცოცხალია, ეს კი არის რაღაც სიმბოლო სიყვარულისა, სიმბოლო საქართველოს მთლიანობისა. მე არ მინახავს ასეთი ძლიერი სული. სული, რომელიც აფრქვევდა სიყვარულს და აი, უფალმა მიიწვია მისი სული სასუფეველსა ცათასა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ეთერ. ჩვენ მადლობელნი ვართ ჩვენი დიდი სიყვარულისათვის, იმ სითბოსთვის, რომელიც შენ დაგვიტოვე. ღმერთმა ნათელში ამოყოფოს მისი სული და დაამკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ", - განაცხადა უწმინდესმა.