loader

თბილისში ტურისტებს მათხოვრები აფრთხობენ: "დოლარი მომეცი, გერმანული მარკა მომეცი... პირიდან აცლიან სასმელს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ტურისტებს მათხოვრები აფრთხობენ: "დოლარი მომეცი, გერმანული მარკა მომეცი... პირიდან აცლიან სასმელს..."

თბილისის თითქმის ყველა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ უბრალოდ, ხალხმრავალ ადგილებში მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, ადგილობრივების გარდა, პრობლემა ვიზიტორებსაც აწუხებთ. ხალხმრავალ ადგილებში გამოსულ ტურისტებს ბოშები ფეხებში ეჭიდებიან და გადაადგილების შესაძლებლობას იქამდე არ აძლევენ, სანამ მათგან მოწყალებას არ მიიღებენ. როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში რამდენიმე უცხოელმა აღნიშნა, დედაქალაქში ჩამოსულებს აღნიშნული პრობლემა დისკომფორტს უქმნის.

ავტორები: რუსუდან შელია, გიორგი ღუდუშაური

ასევე იხილეთ: "მათხოვრების ბიზნესი" და ჟურნალისტის ექსპერიმენტი თბილისში