loader

მილიონი გამხმარი ხე თბილისში - ეს კადრები შეგაშფოთებთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონი გამხმარი ხე თბილისში - ეს კადრები შეგაშფოთებთ!

ზუსტად 1 თვის წინ, მაისის თვეში "პალიტრა ტვ"-ის გადამღებმა ჯგუფმა თბილისში რამდენიმე ადგილას მასობრივად გამხმარი ხეები გადაიღო. ბოლო ერთი თვის მანძილზე მდგომარეობა არ შეცვლილა: კუს ტბის ფერდობსა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარი ხეების რაოდენობა არ შემცირებულა. დაავადებული და გამხმარი ხეების ოდენობა მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე თითქმის უტოლდება ჯანსაღი ხეების რაოდენობას. ანალოგიური ვითარებაა კუს ტბის მიმდებარე ფერდობზეც.

როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, თბილისის მასშტაბით, გამხმარი ხეების ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლების ტენდერი დასრულდა და უახლოეს მომავალში დაიწყება გამხმარი ხეების მოსანიშნი სამუშაოები.

გიორგობიანის თქმით, პირველ ეტაპზე 5 500 გამხმარი ხე მოინიშნება, რის შემდეგაც ისინი მოიჭრება. შემოდგომით დაიწყება ჩანაცვლებითი სამუშაოები წყნეთის გზაზე, დაბა წყნეთში, კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე, მთაწმინდის პარკსა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ავტორები: ირაკლი გედენიძე, ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი ღუდუშაური

ასევე იხილეთ:

გადამხმარი წიწვოვანი ხეები მთაწმინდაზე

ვიდეოფაქტი: ლისის და კუს ტბის ტერიტორიებზე ხეები მასობრივად ხმება