loader

კუთხე, რომელიც ზაფხულთან, ზღვასთან და მზესთან ასოცირდება - საიმიჯო რგოლი აჭარაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუთხე, რომელიც ზაფხულთან, ზღვასთან და მზესთან ასოცირდება - საიმიჯო რგოლი აჭარაზე

ვიდეორგოლში თქვენ იხილავთ შავი ზღვის მარგალიტად წოდებულ ქალაქ ბათუმს, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. წლევანდელ საზღვაო სეზონს აჭარის რეგიონი ახალი სასტუმროებით, ჰოსტელებით, კოლორიტული კაფე-რესტორნებით, გასართობი ღონისძიებებითა და სხვა უამრავი სიახლით ხვდება.

საიმიჯო ვიდეორგოლში გამოყენებულია ყანჩელისა და სუხიშვილების მუსიკა