loader

ნასვამი აბიტურიენტი, რომელიც გამოცდიდან მოხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნასვამი აბიტურიენტი, რომელიც გამოცდიდან მოხსნეს

2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს, 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფაქტი პატრულის მიერ დადასტურდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.

გამოცდიდან გამოშვებულმა ახალგაზრდამ მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გარკვეული დროის მანძილზე არ დატოვა, თუმცა მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.