loader

ეროვნული გამოცდები დაიწყო: აფორიაქებული აბიტურიენტები და მშობლების მოლოდინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული გამოცდები დაიწყო: აფორიაქებული აბიტურიენტები და მშობლების მოლოდინი

2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია 08.00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაიარეს. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნა. ეს ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე, მსჯავრდებულები.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში - პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

იხილეთ: ნასვამი აბიტურიენტი, რომელიც გამოცდიდან მოხსნეს