loader

ამღერებულ-აცეკვებული ნიკა მემანიშვილი და დაუსრულებელი ოვაციები "შესანიშნავი სამეულის" კონცერტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამღერებულ-აცეკვებული ნიკა მემანიშვილი და დაუსრულებელი ოვაციები "შესანიშნავი სამეულის" კონცერტზე

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 19 ივნისს საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ნატო მეტონიძის სოლო-კონცერტი 30 ივნისს გაიმართა. კონცერტი, სახელწოდებით "INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე" სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნა. ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველის და დავით დოიაშვილის პროექტში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა.

კონცერტზე შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის საავტორო მუსიკა და მის მიერ შექმნილი ახალი საორკესტრო ვერსიები ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკალურ თემებსა და სიმღერებზე. მაესტრომ ერთ-ერთ მონაკვეთში ნატო მეტონიძესთან ერთად იმღერა კიდეც და მოცეკვავეებს ცეკვაშიც აჰყვა. თითქმის ორსაათიანი კონცერტის ბოლოს, მაყურებელმა ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოვა შესანიშნავი სამეულის არაჩვეულებრივი პერფორმანსი.