loader

17 წლის მოსწავლეებთან სექსის გამო, 30 წლის მასწავლებელს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის მოსწავლეებთან სექსის გამო, 30 წლის მასწავლებელს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფლორიდის შტატში, ინგლისური ენის 30 წლის მასწავლებელს, ჯენიფერ ფიტჩერს, სამ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირის გამო 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მოსწავლე 17 წლისაა და ისინი სულ რამდენიმე თვეში სრულწლოვნები გახდებიან. სასამართლოზე ერთ-ერთ მსხვერპლთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი წარადგინეს, რომელშიც არასრულწლოვან საყვარელთან მასწავლებელი აღიარებს, რომ აბორტი გაიკეთა.

"ვისურვებდი უკან დაბრუნება და იმის გამოსწორება შემეძლოს, რაც ჩავიდინე. მეზიზღება ჩემი თავი ამის გამო" - განაცხადა პროცესზე აცრემლებულმა მასწავლებელმა.

ცნობისთვის, ნორვეგიელ ტერორისტს, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.