loader

ფარულად გადაღებული ნარკორეალიზაციის ფაქტები: თბილისში 35 წლის ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარულად გადაღებული ნარკორეალიზაციის ფაქტები: თბილისში 35 წლის ქალი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული თინათინ პ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 35 წლის ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ბუპრენორფინის, მარიხუანის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.