loader

ამას მხოლოდ ქართველი მძღოლები მოიფიქრებენ! - აეროპორტის ტრასაზე მილი გასკდა, მანქანის გარეცხვაზე რიგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამას მხოლოდ ქართველი მძღოლები მოიფიქრებენ! - აეროპორტის ტრასაზე მილი გასკდა, მანქანის გარეცხვაზე რიგია

"ფეისბუკზე" მომხმარებელი გიორგი ხუციშვილი ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: "წყლის მილი გასკდა და ქვეშ მანქანები მოექცნენ - შედეგი თავად გაგაოცებთ".

ეს ის შემთხვევაა, როცა ვიდეოში ნანახი ნამდვილად გაგაოცებთ. ვიდეოს ავტორი მცირე აღწერასაც ურთავს კადრებს, დანარჩენი კი თავად უნდა ნახოთ. "დღეს დილით მოვდივარ აეროპორტის ტრასაზე და უცებ გასკდა წყლის მილი. გავიხედე და ზუსტად ერთ წუთში წყლის ჭავლის ქვეშ "მარშუტკა'' იდგა. მერე სხვა მანქანაც ამოუდგა გვერდზე და უცებ რიგი დადგა "სამრეცხაოსთან'' :))

ვიდეომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში, რის გამოც "პალიტრა TV"-ს დაუკავშირდა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (georgian water and power), რომლის განცხადების თანახმად, ზემოხსენებული ფაქტი დღეს არ მომხდარა და დაზიანებული იყო არა სასმელი წყლის, არამედ სარწყავი მილი.