loader

ლისის ტბაზე თევზაობა აიკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლისის ტბაზე თევზაობა აიკრძალა

ლისის ტბაზე თევზაობა აიკრძალა. ამის შესახებ ტბის მიმდებარედ, ე.წ. კამიშებში სათევზაოდ მისულებს დაცვის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა განუმარტა. როგორც მეთევზეები ამბობენ, ეს აკრძალვის პირველი შემთხვევაა და მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ; თანაც, ტბის ტერიტორიაზე აკრძალვის აღმნიშვნელი არანაირი წარწერა არ არსებობს.

დაცვის თანამშრომლის ინფორმაციით, ტერიტორია კერძო მფლობელობაში გადავიდა, წყალში კი ლიფსიტები გაუშვეს, რის გამოც სექტემბრის ბოლომდე აიკრძალა თევზაობა. რაც შეეხება კერძო მესაკუთრეს, ტერიტორია თევზაობის კლუბის მფლობელობაშია, რომელში გაწევრიანების შემდეგ მეთევზეები ადგილზე თევზაობას შეძლებენ.

ავტორი: ირაკლი გედენიძე