loader

ბანკის თანამშრომლებმა ISIS-ის ვიდეოპაროდია გააკეთეს და სამსახური დაკარგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბანკის თანამშრომლებმა ISIS-ის ვიდეოპაროდია გააკეთეს და სამსახური დაკარგეს

ევროპაში უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის ექვსი თანამშრომელი "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოჩანაწერების პაროდიული ვიდეოს შექმნისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკანდალური ვიდეორგოლი სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნდა. მუქ ტანსაცმელსა და ნიღბებში გამოწყობილი ხუთი მამაკაცი იქცევა ისე, თითქოს მეექვსეს, რომელსაც ნარინჯისფერი კომბინეზონი აცვია, სიკვდილით სჯის "ალაჰ აკბარის" ყვირილით.

ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალეს, მაგრამ გაზეთმა The Sun-მა სკანდალური კადრების გამოქვეყნება მოასწრო. ბანკმა კი მაშინვე რეაგირება მოახდინა და ვიდეოს მონაწილეები, რომლებიც ბირმინგემში იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლა.