loader

"აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას" - აქცია ქობულეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას" - აქცია ქობულეთში

ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსლიმურ პანსიონთან მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო აქციას მართავს. "აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას თურქეთის დაფინანსებით", - ამ ლოზუნგით ადგილობრივები პანსიონთან შეიკრიბნენ.

პანსიონთან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხათუნა ბოლქვაძისა და სასამართლოს წარმომადგენლების მისვლასაც ელოდებიან.

სასამართლო ადგილზე შეისწავლის მუსლიმური პანსიონის შესახებ არსებულ პრობლემას. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ პანსიონის კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს.

ამასთან, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე "ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ადგილობრივი მუსლიმების სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლო საქმეს აწარმოებს. სარჩელი წარდგენილია კერძო პირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს კერძო პირების მხრიდან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტური პრევენციისა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას.