loader

"თაობა L" - პროექტი ყველაზე წიგნიერი სტუდენტებისთვის და გამარჯვებული ფინალისტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თაობა L" - პროექტი ყველაზე წიგნიერი სტუდენტებისთვის და გამარჯვებული ფინალისტები

"თაობა L" - ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობისა და სტუდენტთა წახალისების მიზნით პროექტი უკვე მეორე წელია იმართება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა.

"დიდი გეტსბი"," მექანიკური ფორთოხალი", "მობი დიკი", "ცხოველების ფერმა" - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონკურსანტებმა რამდენიმე დღის ინტერვალით წაიკითხეს. ლევან ბერძენიშვილის კონსულტაციით შერჩეულ წიგნებზე ახალგაზრდებმა ტესტები წერეს. 1200-ზე მეტი სტუდენტიდან ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა. ფინალისტები გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და უნივერსიტეტმა სპეციალური პრიზებით დაასაჩუქრეს. გამარჯვებული "პალიტრა L"-სგან 1000 ლარით დაჯილდოვდა.