loader

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავა.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 22-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის დათვალიერებისას, მგზავრის სავარძლის ქვეშ "გლოკ 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ვაზნა ამოიღეს. ავტომანქანის მძღოლი, 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ. და მგზავრი - 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ხვიჩა ს. გიორგი თ. და მამუკა მ. წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ქალაქ თბილისში შეეძინათ, შემდეგ კი მართლსაწინააღმდეგოდ გადაეზიდათ და გაესაღებინათ ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში "გლოკ 19"-ის და "გლოკ 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მათ ამ წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში სხვა დაკავებული და მხილებული პირები ეხმარებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მხილებული პირების სახელზე აფორმებდნენ შეძენილ იარაღს, რის შემდეგაც აღნიშნული იარაღის რეალიზაციას ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახდენდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ქალაქ საგარეჯოში, გელა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში "გლოკ 19"-ის და "გლოკ 17"-ის მოდელის 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიტანეს და რეალიზაცია მოახდინეს.