loader

უვარგის ხორცპროდუქტზე გაცემული ყალბი მოწმობის გამო ვეტერინარი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უვარგის ხორცპროდუქტზე გაცემული ყალბი მოწმობის გამო ვეტერინარი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა, ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.