loader

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოეს

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საქართველოს მასშტაბით 144 გამორჩეულად წარმატებული მოსწავლე სასკოლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოეს.

ღონისძიებაზე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა რეიტინგული სიის, I, II, III ადგილებზე გასული სკოლები. რაც შეეხება I-II-III ადგილზე გასულ და საუკეთესო ათეულში მოხვედრილ 144-ვე მოსწავლის 110 პედაგოგს, ფულადი პრემიები და სიგელები გადაეცემათ.