loader

ჩერგოლეიშვილი, ქადაგიძე, რამიშვილი და სხვები ერთ სუფრასთან - for.ge ფარულად გადაღებულ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩერგოლეიშვილი, ქადაგიძე, რამიშვილი და სხვები ერთ სუფრასთან - for.ge ფარულად გადაღებულ კადრებს ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტო for.ge ავრცელებს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, "ორიოდ დღის" წინაა გადაღებული. კადრებში ჩანს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც რესტორან "ხარფუხში" "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ სახეებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ერთობა. კადრებში ჩანან: თამარ ჩერგოლეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან რამიშვილი.

მათ შესახებ კი, ვინც კადრებში არ ჩანს, ვიდეოს ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. როგორც პოსტიდან ირკვევა, მათთან ერთად რესტორანში გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე, ასევე, "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, პროდიუსერი ირაკლი საღინაძე და სხვები იმყოფებოდნენ. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, შეკრებილები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

იხილეთ ვიდეოს სრული ვერსია