loader

"როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ ყველა ქვეყანაში" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ ყველა ქვეყანაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "გაბალა"-"დინამოს" თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული პროვოკაციული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".

ასევე იხილეთ: აზერბაიჯანელთა შურისძიება: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"